Wednesday, November 12, 2014


ჩემი დაბადების დღე 
11.11.2013 წ.



























 ჩემი დაბადების დღე 
                                            11.11.2014 წ.


დღეს ჩემი დაბადების დღეა!
11.11.2014 წელი
რაღაც წუთები დარჩა და..........
24 წლის გავხდი. უკვე მეორე წელია,  რაც ჩემს დაბადების დღეს ჩემი ოჯახისგან მოშორებით ავღნიშნავ, გული მწყდება დედაჩემი, ჩემი და და ოჯახის სხვა წევრები ახლა ჩემს გვერდით არ არიან,  მიუხედავად ამისა მაინც მიხარია ჩემი დაბადების დღე, რაგადნ აქ მყავს ოჯახი რომელთაც ძალიან ვუყვარვარ და მაფასებენ და მეც ძალიან მიყვარს და ვაფასებ მათ ( ჩემი საკუთარი ოჯახივით).
         დღეს მივიღე ბევრი მოლოცვა. პირადად მთელი სკოლის პედაგოგებისგან და მოსწავლეეებისგან, ასევე ტელეფონით ჩემი ოჯახის წევრების, ახლობლების  და ნათესავებისაგან, მეილით, sms-ით, facebook-ით და “odnoklassniki”-ით კლასელებისგან, კურსელებისგან, ლექტორებისგან, სკოლის მოსწავლებისგან, შორს მყოფი ახლობლებისგან და ჩემი უკვე სკოლა დამთავრებული მოსწავლეებისგან და  .. ორჯერ ავღნიშნე სკოლაში და სახლში,  გავხსენი საჩუქრები, დავჭერი  ტორტები (ორი),........                        
 სხვისი არ ვიცი, მაგრამ  მე კი ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე.
სანამ ამ პოსტს ვწერდი, ჩემი დაბადების დღეც დამთავრებულა :)
გავიხსენე შარშანდელი  ჩემი დაბადების დღ და შევადარე წლევანდელს.
ძალიან განსხვავდება
შარშან ჩემი და მესტუმრა, წელს კი ჩემები ვერ ჩამოვიდნენ რაგადნ თოვლის გამო გზები იყო გადაკეტილი.
 მაგრამ ერთი აქვთ საერთო: მხიარული და ბედნიერი ვიყავი და ვარ!


ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, ვისაც გავახსენდი და ვინც მომილოცა,  ყველანი ძალიან, ძალიან მიყვარხართ!


სკოლაში


სახლში







ჩემმა ერთმა სკოლა დამთავრებულმა მოსწავლემ ლექსიც კი მომიძღვნა, რისთვისაც უღრმეს მადლობას მოვახსენებ მას. :)     


შემოდგომაზე დაბადებულხარ,


მაშინ როდესაც ფოთლები ცვივა,
როცა მიდამოს თბილი სურნელი, 
სიოს სურნელი გარს შემორტყმია.
შორსა ხარ მაგრამ, ახლო ხარ მაინც,  
ყველაზე ახლოს მზის სინათლესთან.

დარჩები ჩვენთან შენს გულის გულში..

ახლოვდება მალე თერთმეტი 
მალე თერთმეტჯერ დარეკავს ზარი.. 
თერთმეტ ნოემბერს დაბადებულა
ჩემი მასწავლებელი ღვთის საჩუქარი.. 

                                                                                გელოდი კახაძე




 ჩემი დაბადების დღე 
                                            11.11.2015 წ.

 დღეს დილით გაღვიძებისთანავე კედელზე ასეთი ორიგინალური მოლოცვა დამხვდა ციცინო დეიდას მიერ, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. ძალიან მიყვარხარ.




















და აი რა მოხდა სკოლაში :-) .......................

    სკოლაში დღეს დილით პირველი გაკვეთილი რომ დამთავრდა, კართან დამხვდნენ XII და X კლასელები და განსაკუთრებით მომილოცეს დაბადების დღე, ძალიან ძალიან თბილი სიტყვებით, შემდეგ კოლეგებმა მომილოცეს. მეორე გაკვეთილი მეცხრე კლასში მქონდა, ამიტომ ზარი რომ დაირეკა, ავიღე ჟურნალი და მათკენ გავეშურე, მაგრამ კართან რომ მივედი, დიდი ძალისხმევის მიუხედავად ვერ შევძელი მისი გაღება, ეს კარი იოლად იღება, სინამდვეში კი არც იკეტება, ამიტომ მივხვდი რომ კარს ვიღაც განზრახ არ აღებდა. საშინლად გავბრაზდი, ასეთი რამ არცეთ ჩემს მოსწავლეს არასოდეს უკადრია და ამათ როგორ გამიბედეს მეთქი. მაგრამ როდესაც კარი გაიღო და ის იყო უნდა დამეყვირა მათთვის, მაგიდაზე სანთლებ ანთებული რულეტი (ეგრეთწოდებული ტორტი J ) დამხვდა და ამასთანავე სიმღერითაც მომილოცეს დაბადების დღე. კარგა ხანს გაოგნებული ვიყავი და სიტყვა ვერ ვთქვი, რადგან არ ველოდი ასეთ ორიგინალურ მოლოცვას. თურმე როდესაც მე კარის გაღებას ვცდილობდი, ისინი სანთლების ანთებას ჩქარობდნენ. ბავშვებო ძალიან დიდი მადლობა ასეთი პატივისცემისა და დაფასებისთვის. ძალიან მიყვარხართ